არმაზ ახვლედიანი ბულვარში მიმდინარე მშენებლობას კორუფციულ გარიგებად აფასებს  

12 მაისი 2020, 18:17 578 ნახვა

დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელი არმაზ ახვლედიანი ბათუმის ბულვარში ყოფილი საკურორტო  პოლიკლინიკის ადგილას მიმდინარე მშენებლობას კორუფციულ გარიგებად აფასებს.  ამბობს, რომ ობიექტის უკან, რომელსაც  კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ აშენებს  ხელისუფლების არაერთი მაღალი თანამდებობის პირის ინტერესი დგას.  არმაზ ახვლედიანი ფიქრობს, რომ  ყოფილი საკურორტო პოლიკლინიკის ადგილას მალე მაღლივი შენობა აიგება. ამის საფუძველს მას ობიექტზე გამოკრული  საინფრორმაციო დაფაც აძლევს, სადაც  არაფერი არ წერია სართულების რაოდენობისა და დანიშნულების შესახებ.

ბათუმის ბულვარში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. კომპანია სამშენებლო ნებართვას 15 სართულიან ობიექტზე ითხოვდა, რაზეც  აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ უარი უთხრა. პროექტს საზოგადოების პროტესტიც მოჰყვა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ობიექტზე ნებართვა 2018 წელს გაიცა და მას შემდეგ ცვლილებები სანებართვო პირობებში არ განხორციელებულა. ნებართვის გამცემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. თუმცა არსებული ინფორმაციით, სამშენებლო ნებართვა ოთხსართულიან შენობაზეა გაცემული.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი