ცვლილება პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში

10 მაისი 2020, 18:05 778 ნახვა

ხვალიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება. ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ისინი, ვისი და-ძმაც უკვე სწავლობს ამ სკოლაში ან მშობელია სკოლის თანამშრომელი. ამ კატეგორიაშია ასევე ოჯახები, საიდანაც ერთდროულად 2 ან მეტი ბავშვი შედის პირველკლასში. რეგისტრაცია შესაძლებელია სკოლაში ან ონლაინ სკოლის ელექტრონულ ფოსტაზე , სადაც უნდა  გადააგზავნოთ განცხადება, მშობლისა და ბავშვის პირადობის ან დაბადების მოწმობა.

კორონავირუსის გამო სკოლების ადმინისტრაციები დისტანციურად მუშაობენ, ამიტომაც სკოლაში საბუთების წარდგენის პროცედურა მცირედით შეიცვალა.  რეგისტრაციის მეორე ეტაპი 1 ივნისამდე გაგრძელდება, შემდეგ კი იწყება საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი