9 გარდაცვლილი, 589 ინფიცირებული და 221 გამოჯანმრთელებული - COVID 19 საქართველოში

03 მაისი 2020, 17:58 1392 ნახვა

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-9 პაციენტი, 58 წლის ქალი სპორტსმენის დედაა.  ამის შესხებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. მედიკოსების ინფორმაციით გარდაცვლილს  ქალს,  სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

ქვეყანაში დღეს  ინფიცირების 7 ახალი ფაქტია დადასტურებული. გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც და  221  შეადგინა. რაც შეეხება აჭარას. 3 დღეა კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 372  ჩატარებული ტესტიდან ყველას პასუხი უარყოფითი იყო.

ექიმები გამოჯანმრთელებულთა რიცხვის ზრდას ელიან. კახეთის მხარეში კი  ყვარლის საავადმყოფოს ინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრებსა და 147-ი საკონტაქტო პირიდან 62 ადამიანს უკვე ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა და პასუხები უარყოფითია. ამ ეტაპზე ყვარლის შესაძლო ჩაკეტვა ან ზომების გამკაცრება არ იგეგმება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი