მსოფლიოს 23 ქვეყანაში კორონავირუსით 55 ჟურნალისტი დაიღუპა

02 მაისი 2020, 12:20 460 ნახვა

პირველი მარტიდან დღემდე მსოფლიოს 23 ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 55 ჟურნალისტი დაიღუპა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „პრეს ემბლემ ქემპფეინი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტების დაინფიცირების მიზეზი სამუშაო პროცესის დროს ვირუსისგან თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობის ნაკლებობა იყო.

„კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ჟურნალისტები დაიღუპნენ, მათ შორის, ბანგლადეშში, ეგვიპტეში, პაკისტანში, მექსიკაში, ბრაზილიაში, დომინიკის რესპუბლიკაში, შვედეთში, ესპანეთში, აშშ-სა და ავსტრიაში. 26 აპრილს ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით გარდაიცვალა „ბიბისის რადიო 4“ – ის წამყვანი რიჩარდ სანდერსი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში