კორონავირუსი - ერთ დღეში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ინფიცირებულთა რაოდენობაზე მეტია

29 აპრილი 2020, 18:21 552 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ პირველად . ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში მეტი გამოჯანმრთელებული დაფიქსირდა ვიდრე ინფიცირებული. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 517 უდრის აქედან 168 უკვე გამოჯანმრთელდა.

აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო და ამ დროისთვის კლინიკა მედალფაში 30 პაციენტი იმყოფება.დღესვე საქართველოში ჩინეთიდან 40 ათასი PCR ტესტი და სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილობა ჩამოვიდა, ტესტირება პირველ რიგში ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს ჩაუტარდებათ. ლუგარის ლაბორატორიის დღევანდელი მონაცემები დაახლოებით 2 საათში გახდება ცნობილი.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი