აჭარაში კორონავირუსი კიდევ ორ პირს დაუდასტურდა

23 აპრილი 2020, 11:14 2367 ნახვა

აჭარაში 2 ახალი, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაემატა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნინო ნიჟარაძის თქმით ორივე შემთხვევა საკარანტინო ზონიდანაა და ორივე იმპორტირებულია. 

"მათ შორის ერთი გუშინ იმპორტირებული შემთხვევაა, პირს სარფის საბაჟოდან პირდაპირ ცხელების ცენტრშ გადაიყვანეს, მეორე შემთხვევა კი უკვე ერთი კვირაა საკარანტინო სივრცეში იმყოფება. მას შემხებლობა სხვა ჯგუფებთან არ ქონია. გუშინ 102 პირს ჩაუტარდა კვლევა და ორს დაუდასტურდა. 

"მედალფაში" მკურნალობს 37 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა და ერთი განკურნებული დღე-დღეზე დატოვებს კლინიკას. 34 დადასტურებული შემთხვევა გვყავს ქობულეთის კლასტერიდან. სოფელ გვარას კონტაქტირებულ პირებს გაუვიდათ საკარანტინო პერიოდი, მათი ტესტირება მოხდა და ისინი არიან თავისუფალნი თვითიზოლაციის პირობებიდან"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ

 

 

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში