საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვოკაციულ ქმედებებს აძლიერებს - საქართველოს პრეზიდენტი

18 აპრილი 2020, 20:05 414 ნახვა

როცა სამყარო საერთო მტერს ებრძვის, საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვოკაციულ ქმედებებს აძლიერებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც ის ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირის მახლობლად ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესს ეხმიანება.ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი კი ხურვალეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკებების  ის ფორმატი, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს საოკუპაციო რეჟიმებთან და რუსეთის ფედერაციასთან, საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით, არ არის ეფექტიანი.

იემსი  მოუწოდებს ხელისუფლებას, გააძლიეროს საერთაშორისო პოლიტიკური და დიპლომატიური  მექანიზმები რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავსი ქმედებების  აღსაკვეთად, მათ შორის, მიიღოს ყველა გონივრული ზომა დათა ვანიშვილის ოჯახის წევრების დროული გათავისუფლების მიზნით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი