"მედალფაში" ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, სამი კი გასაწერად ემზადება - ნინო ნიჟარაძე

11 აპრილი 2020, 12:43 1695 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, რეგიონში ამ ეტაპზე კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 19 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა, სამი კი გასაწერად ემზადება.

"ამ ეტაპისთვის გვყავს 19 დადასტურებული შემთხვევა კლინიკა "მედალფაში". ამ 19-დან სამი ემზადება გამოჯანმრთელებისთვის მათ შორის ერთი მეორად კონტროლზეა და მისი პასუხი დღეს იქნება ცნობილი, დღეს ასევე 2 პირის პირველადი კვლევის პასუხი იქნება ცნობილი. 19 პაციენტიდან ერთი რჩება მძიმე მდგომარეობაში სტაბილურად, თუმცა შედარებით გაუმჯობესება აღენიშნება. ერთი არის საყურადღებო პაციენტი, დანარჩენების მდგომარეობა გახლავთ მსუბუქი და საშუალო"- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, 2 აპრილის შემდეგ ონალიან კლინიკებიდან შემოსულია 316 ზარი, მათ შორის 25 ცხელების ცენტრში გადაამისამართეს.

"დღეს დილის ინფორმაციით ცხელების ცენტრში იმყოფებოდა 12 შესაძლო შემთხვევა, მათ შორის 11 ინფექციური საავადმყოფოდან და ერთი მედემერჯენსიდან, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგები ისევ დღის განმავლობაში იქნება ცნობილი. საკარანტინე სივრციდან უკვე ჯამურად გასული არის ორიათასამდე პირი, ხოლო 1800-ზე მეტი რჩება ისევ მეთვალყურეობის ქვეშ, ზოგადი მდგომარეობა არის კონტროლირებადი"- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში