COVID-19-ის ახალი შემთხვევიდან ერთი თბილისის ინფექციურშია - იგი ამერიკის კლასტერს უკავშირდება

07 აპრილი 2020, 10:49 1287 ნახვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი მათ ცენტრშია მოთავსებული. მისივე თქმით, ინფიცირების წყარო ამერიკას უკავშირდება.

„შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი ჩვენთან არის მოთავსებული.წყარო არის ამერიკა. ჩვენს ცენტრში 195-დან არის 69 პაციენტი დადასტურებული. განკურნებულია 29 და გაწერილია ბინაზე. ამჟამად 39 ინიფიცირებული მკურნალობს. ამათგან ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს , რომლის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და პროგნოზულად სერიოზული, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია და შეიძლება ითქვას უკვე ძალიან მძიმე პნევმონიით არ განიხილებიან. გუშინ 21 პაციენტზე გაკეთდა ტესტირება ინფექციურ საავადმყოფოში, ყველასთან ნეგატიური იყო პასუხი. დღეს რამდენიმე პაციენტს, რომელიც ჩვენთან მკურნალობს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება და ვნახოთ რა პასუხებს მივიღებთ და ალბათ ისინიც შეემატებიან გაწერილთა რიცხვს. ახალი პაციენტის ამ დრომდე კვლევა მიმდინარეობს. ის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. კლინიკაშ მკურნალობას 2 არასრულწლოვანი გადის"- განაცხადა ეზუგბაიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში