რას ნიშნავს ბინაზე მართვის პრაქტიკა?

06 აპრილი 2020, 14:15 317 ნახვა

კორონავირუსის შემთხვევების სახლში მკურნალობის პრაქტიკაზე საქართველო ეტაპობრივად გადავა. ამასთან დაკავშირებით დღეს  უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერმა და ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთეს განცხადება.  

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეს იმის მიხედვით მოხდება, ქვეყანას რამდენად რთულ შემთხვევებთან ექნება საქმე.კერძოდ, 112-ზე შემომავალი ზარების სრული მონიტორინგი უკვე ხორციელდება ოჯახის ექიმების მხრიდან და ხდება დიაგნოსტირება და კონსულტაციის გაწევა. ეს პრაქტიკა ნელ-ნელა კიდევ უფრო დაიხვეწება და ეტაპობრივად  სახლში მკურნალობის შემთხვევების მენეჯმენტის ამუშავდება.

მინისტრის განცხადებითვე აგრესიული ტესტირების შედეგად, ამ ეტაპისთვის რადიკალურ ზრდას არ ელოდებიან და  მედპერსონალის ტესტირება პირველი ნაბიჯია აგრესიული ტესტირების დასაწყებად. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი