მსოფლიოში ინტერნეტ რესურსების დაზოგვა დაიწყეს - უკიდურესად გაზრდილია მოხმარება

20 მარტი 2020, 12:46 1920 ნახვა

Netflix-ი ევრპის ტერიტორიაზე, 30 დღის განმავლობაში ვიდეოების ხარისხს ამცირებს - ამით კომპანია ინტერნეტ დატვირთვის შემცირებას ცდილობს, რომელიც ევროპაში და მთლიანად მსოფლიოში COViD- 19 კარანტინის შედეგად წარმოიშვა. ინფორმაციას BBC-ის  

ვიდეო პაკეტების მომწოდებელმა განაცხადა, რომ ვიდეოს ხარისხის შემცირება საშუალებას იძლევა 25%-ით შემცირდეს ინტერნეტზე დატვირთვა. Netflix-ი ამტკიცებს, რომ ვიდეოს ხარისხის შემცირება მინიმალური მომხმარებელი არ დაზარალდება.

ეს განცხადება Netflix-მა მას შემდეგ გაავრცელა, რაც სატელეფონო დიალოგები შედგა ევროპელ ჩინოვნიკებთან, ევრო კომისართან შიდა ბაზრების მიმართულებით.  მანამდე კი, ტერი ბრეტონმა განაცხადა, რომ ადამიანები უნდა გადავიდნენ სტანდარტულ ვიდეოზე მაშინ როდესაც HD ხარისხი არაა საჭირო.

საშუალოდ HD ხარისხის ვიდეოს მოხმარების დროს, 1 საათის განმავლობაში 3 გბ იხარჯება, მაშინ როცა სტანდარტული ვიდეოს დროს მხოლოდ 1 გბ საჭირო.

BBC-ია ინფორმაციით ბოლო კვირების განმავლობაში ძალიან გაიზარდა ინტერნეტ მოხმარება იქედან გამომდინარე,რომ უმრავლესობა სახლიდან მუშაობს და ერიდებიან სახლიდან გამოსვლას. ამ კვირის დასაწყისში კი 50%-ით გაიზარდა ინტერნეტის მოხმარება.

განცხადება გააკეთა ფეისბუქის გენერალურმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგი ამბობს,რომ პლატფორმაზე ტრაფიკი გაიზარდა, მომხმარებლები ცდილობენ დარჩნენ ხაზზე მეგობრებთან, მისივე თქმით ამ დროისთვის მოთხოვნა იმაზე დიდი ვიდრე შობის პერიოდში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი