საქართველოში კორონავირუსით 40 ინფიცირებულია - ოფიციალური მონაცემები განახლდა

19 მარტი 2020, 10:29 2640 ნახვა

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ოფიციალური საიტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი ინფიცირებული პირი გამოვლინდა. საიტის მონაცემები დღეს განახლდა. დაავადებულ პაციენტებს შორის 12 პნევმონია აქვს, აქედან სამის მდგომარეობა პრობლემურია. 

ოფიციალური მონაცემემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 40
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1
  • კარანტინის რეჟიმში - 1344
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 216

აქედან, ერთი ინფიცირებული ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. ბათუმში სხვა საეჭვო შემთხვევებში COVID 19-ის არ დადასტურდა. 

 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში