მიკროავტობუსების აკრძალვის შემდეგ პრობლემები შეიქმნა აჭარის მუნიციპალიტეტებში , სადაც მუნიციპალური ავტობუსები ან საერთოდ არ არის ან ძალიან მცირეა მათი რაოდენობა.
მოსახლეობის ნაწილს ცენტრალურ გზებამდე მისვლა ფეხით უწევს, რათა ავტობუსებით ისარგებლონ, რომლებშიც ძირითადად მგზავრთა სიჭარბე შეიმჩნევა და ავტობუსებში რისკები წარმოიქმნება.