ჩამოწოწლილმა მიწის მასამ 20 ოჯახს საავტომობილო გზა ჩაუხერგა

16 მარტი 2020, 15:50 766 ნახვა

შუახევში, სოფელ კობალთაში ჩამოწოლილმა მეწყერმა, 20 ოჯახს საავტომობილო გზა ჩაუხერგა. სოფელ კობალთას მცხოვრებლები გადაადგილებას უკვე მეოთხე დღეა ვერ ახერხებენ, რადგან სოფელს შემოვლითი გზა არ გააჩნია.

მეწყერული პროცესების განვითარების შედეგად, 10 მდე ოჯახს წყლის მიწოდებაც შეუწყდა. სოფელში ეს მეწყერის განვითარების პირველი შემთხვევა არაა, მიწის მასა ამჯერად ძალიან დიდია და სოფლის მცხოვრებლები შიშობენ, რომ იქ ყოფნა საფრთხის შემცველია. ეჭვობენ, რომ მთიდან მიწის მასა ისევ ჩამოწვება და ხელისუფლებისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ.

"პირველად ეს მეწყერი 2017 წელს განვითარდა, მას შემდეგ თითქმის ყოველი თოვლის დნობაზე აქტიურდება და ყოველ ჯერზე ასეთ პირობებში ვართ. რესურსების მომარაგებას ვერ ვახერხებთ, მისასვლელი გზა ჩაკეტილია საერთოდ, პარალიზებულია მთლიანად სოფელი. საცალფეხო ბილიკით გადავაადგილდებით. შემოდგომაზე როცა ვითარდება, სათიბებზე ვერ მივდივართ და ვერც შეშა  მოგვაქვს. პრობლემას ქმნის მოსწავლეების გადაადგილების კუთხითაც, აქ მოსვლამდე მშობელი აცილებს ბავშვს. მარტო ვერ აგზავნის სკოლამდე, არავინ იცის როდის წამოვა მეწყერი, ამიტომ ფრთხილად ვართ. სანამ ფატალური შედეგი არ დადგება, მოგვხედოს ხელისუფლებამ" - ამბობს თედო თავდგირიძე.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში