ხანძარია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელს ზედა ჯოჭოში. იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. მობილიზებულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი და 4 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია: წალენჯიხის სოფლებში, ეწერსა და ჩხოროწყუს 7 სოფელში, მარტვილში გურიაში, ქობულეთში, ხონში, ტყიბულში, კოპიტნარსა და საჩხერეში. ასევე კახეთში.
ღია კერები აღარ არის სამეგრელო-წალენჯიხის და რაჭა-ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში, ქვეყნის მასშტაბით მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობის სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი.