დეპუტატები დაინტერესებული არიან ჩაერთონ საკითხის ფართო განხილვაში - აჭარის მაუწყებლის კრიზისი

10 მარტი 2020, 12:21 1943 ნახვა

კრიზისი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში- მაუწყებლის ახალი ამბების და ჰეშთეგის წარმომადგენლები, ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების წევრები პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებს შეხვდნენ.  მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა ტელევიზიაში მოვლენები ნათია კაპანაძის იმპიჩმენტიდან დღემდე და რას ელიან მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი.

დეპუტატები დაინტერესებული არიან ჩაერთონ ამ საკითხის ფართო განხილვაში. განიხილეს რამდენიმე ფორმატი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ასეთი საკითხის საპარლამენტო დონეზე განხილვა.

შეგახსენებთ, გუშინ მაუწყებლის თანამშრომლები შეხვდნენ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დეპუტატებსაც. შეხვედრა გაიმართა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლობასთან. მანამდე კი EMC-ის ოფისში პრესკონფერენცია ჩატარდა. პარალელურად მაუწყებლის სამი თანამშრომელი მენეჯმენტის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში