ჟურნალისტური ქარტიის დირექტორად მარიამ გოგოსაშვილი აირჩიეს

27 თებერვალი 2020, 22:34 1463 ნახვა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი აირჩიეს. ქარტიის 9 წევრიანი საბჭოს გადაწყვეტილებით,  დირექტორის მარიამ გოგოსაშვილი გახდა.  მას მხარი 6 წევრმა დაუჭირა. 

მარიამ გოგოსაშვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედია მიმართულების იურისტად მუშაობდა. 

ქარტიის დირექტორის კონკურსში, გასაუბრების ეტაპზე სულ 4 კანდიდატი მონაწილეობდა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში