გამოძიება 20 ივნისის საქმეზე

12 ივლისი 2025, 14:58 95 ნახვა

2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება გრძელდება. რამდენად სწორად იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის დაშლა დაგეგმილი და სად მოხდა ძალის გადამეტება? - ეს არის იმ გამოძიების საგანი, რომელიც უკვე ექვსი წელია, მიმდინარეობს. საკითხი გუშინ რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ გააქტიურდა.
მიზეზად პროკურატურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციების შესრულებას ასახელებს. შალვა პაპუაშვილი ამბობს,რომ არსებობს კითხვები რომლებსაც უნდა გაეცეს პასუხი, ამიტომ მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო გახარიას პარტიაში თვლიან, რომ ჩორჩანას საქმის შემდეგ ამ ახალი გამოძიებით ქართული ოცნება მათი ლიდერის დევნას აგრძელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში