შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი ჯაზის, გოსპელისა და პანკის სინთეზური მელოდიებით ლედისიმ გახსნა. მსოფლიო ვარსკვლავი გრემის და სხვა არაერთი ჯილდოს მფლობელია. ბათუმის კორტებზე ლედისი საათნახევრიანი პროგრამით წარსდგა. შეასრულა ცნობილი ჰიტების განახლებული ვერსიები.
დღეს კი ჯაზ ფესტივალის სტუმრებს ესპანელი არტისტის ვინსენ გარსიას ვირტუოზული შოუ ელოდებათ, მანამდე კი მელომანების განწყობაზე ნექსთ მოუმენთი იზრუნებს. ფესტივალი 3 დღიანია და 13 ივლისს დასრულდება.