პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები 19 ივლისს, თბილისში დაგეგმილ აქციას უერთდებიან და სოლიდარობის ნიშნად ბათუმშიც შეიკრიბებიან. "ჩვენ გვინდა მხარდაჭერა, თანადგომა გამოვუცხადოთ 19 ივლისს თბილისში დაგეგმილ აქციას, მის ორგანიზატორებს. ყველა თანამებრძოლს", - განაცხადა ციალა ქათამიძემ. აქციას უერთდება და მხარდაჭერას უცხადებს ასევე " ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა". დღეს აქციაზე განცხადება მათმა წარმომადგენლებმაც გააკეთეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბოიკოტი გაგრძელდება. მათი მთავარი მიზანი და მოთხოვნა კი ისევ უცვლელი რჩება - აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.