აქტივისტებმა მალულად მერიის აივნიდან საპროტესტო პლაკატი გადმოფინეს

27 თებერვალი 2020, 20:06 690 ნახვა

"არა რივიერას უკანონო მშენებლობას," - ამ შინაარსის ბანერი "მე მიყვარს ბათუმი"-ის ორგანიზაციის წევრებმა ბათუმის მერიის შენობიდან გადმოფინეს. ისინი ამ ფორმით მშენებლობას აპროტესტებენ.  ამ საკითზე ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

ორგანიზაციის წევრები საკრებულოს დარბაზში ნებართვით იმყოფებოდნენ, თუმცა ბანერი მალულად გადმოფინეს. 

ბათუმელები უკვე წელიწადზე მეტია, სხვადასხვა გზით აპროტესტებენ რივიერას ადგილზე მშენებლობას. მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ბათუმი რივიერას“ პროექტი ბათუმის ისტორიულ  იერსახესცვლის და ქალაქს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აყენებს. "ეს რეკრეაციული ზონაა და ასე უნდა დარჩეს" - აცხადებენ ისინი. 

კომპანიის ადმინისტრაცია კი ირწმუნება, რომ ადგილმონაცვლეობა გამორიცხულია, მათი თქმით ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ და პროტესტის მიუხედავად მშენებლობა გაგრძელდება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში