საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

26 თებერვალი 2020, 21:53 26860 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონა ვირუსის პირველი ფაქტი დადასტურდა. მინისტრის ინფორმაციით, ვირუსი საქართველოს 50 წლამდე მამაკაცს დაუდგინდა. ინფიცირებული მამაკაცი ერთი კვირის განმავლობაში ირანში მოგზაურობდა, საქართველოში კი სამარშრუტო ტაქსით ბრუნდებოდა. 

ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ინფიცირებულ 50 წლის მამაკაცს სიმპტომები საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე დაუდგინდა და პირდაპირ გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში.

სამინისტროში ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი არ არის, რადგან მამაკაცს კონტაქტი არ ქონია საქართველოში სხვა მოქალაქეებთან. მათვე ინფორმაციით, სამარშუტო ტაქსიში მყოფი პირების დიდი ნაწილი კარანტინში იმყოფებიან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ამავე მიკროავტობუსში მყოფი კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე კი, საქართველოში იმყოფება, თუმცა მას ამ ეტაპზე არ უფიქსირდება ვირუსი. ამის მიუხედავად, ის რჩება ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ.  

"ერთი საათის წინ დასრულდა ლაბორატორიული კვლევა, კორონა ვირუსის ფაქტი ოფიციალურად დადასტურდა საქართველოში. საქართველოს მოქალაქე, რომელიც ირანში მოგზაურობდა. ის 50 წლის მამაკაცია და მას სიმპტომები დაუფიქსირდა საზღვარზე, დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი ინფექციურ საავადმყოფოში, ჩაუტარდა გამოკვლევა და ეს ვირუსი დადასტურდა" - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საქართველოში პირველი კორონა ვირუსის ფაქტის შესახებ გააკეთეს განცხადება.

ასევე, მისი ინფორმაციით საქართველო ირანს შორის მიმოსვლა ორი კვირით შეიზღუდა. 

მთავარი რეკომენდაცია:  შევზღუდოთ მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ვირუსის ეპიცენტრია. ჩინეთი, ირანი სამხრეთ კორეა  და იტალია.  რეკომენდაციას ვაძლევთ ჩვენ მოსახლეობას თუ განსაკუთრებული შემთხვევა არ არის არ გაემგზავრონ ამ ქვეყნებში. არ გაემგზავრონ იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში - განაცხადა ამირან გამყრელიძემ

კორონავირუსის საფრთხის გამო, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ნიღბის მოხმარების რეკომენდაციებს გთავაზობთ. 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში