პორტის თანამშრომელი ამბობს, რომ შტატის გაუქმების გამო სამსახურიდან დაითხოვეს

20 თებერვალი 2020, 12:53 1552 ნახვა

ბათუმის პორტში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების თანამშრომელი  გოჩა ზოსიძე ამბობს, რომ სამსახურიდან შტატის გაუქმების მოტივით გაათავისუფლეს. როგორც ზოსიძე აცხადებს, მის მიმართ სამსახურში დევნა მას შემდეგ დაიწყო, როცა 2018 წლის აპრილში მონაწილეობა მიიღო პორტში  საპროტესტო აქციაში.

ამის შემდეგ მას არაერთხელ  გამოუცხადეს საყვედური არაფხიზელ მდგომარეობაში სამსახურის გამოცხადების გამო, მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა ალკოტესტის უარყოფითი შედეგის შესახებ.  პორტში გაკეთებულ  საპასუხო კომენტარს მოგვიანებით გაგაცნობთ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში