ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია

17 თებერვალი 2020, 11:29 140 ნახვა

ბათუმისა და ქუთაისის შემდეგ აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერად ჟურნალისტები ქუჩაში დღეს  თბილისში გამოვლენ პარლამენტის შენობასთან. აქციები დაგეგმილია გურიასა და ახალციხეშიც. "სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს" - ამ სლოგანით აქციას "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" გამართავს.

ქარტია,  მიმდინარე პროცესებზე, სრულ პასუხისმგებლობას  მმართველ პოლიტიკურ ძალას აკისრებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მაუწყებლის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა და არ დაუშვას თუნდაც ერთი თანამშრომლის ტელევიზიიდან დათხოვნა.

აქციას შეუერთდება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერი ზვიად ქორიძე. პარალელურად გუშინ მაუწყებლის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა ტელევიზიის შენობასთან, სოლიდარობას უცხადებენ მაუწყებლის თანამშრომლებს მოქალაქეები, ჟურნალისტები, და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში