აჭარის პროკურატურასთან აუდიტის დასკვნები მიიტანეს - ენმ გამოძიების დაწყებას ითხოვს 

17 თებერვალი 2020, 11:38 487 ნახვა

აჭარის პროკურატურასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რეზო ხარაზი დღეს აუდიტის დასკვნებით მივიდა. ხარაზი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება ვალდებულია იმ ფაქტებზე, რომელბზეც დასკვნებშია საუბარი პროკურატურამ  გამოძიება დაიწყოს.

მისი თქმით სახელმწიფო აუდიტში დანაშაულის ფაქტებია მოყვანილი, კომენტარების სახით კი არსებობს აღიარების მაგალითებიც. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშების დოკუმენტები, რომელიც ოპოზიციამ აჭარის პროკურატურასთან მიიტანა ქობულეთის, ხელვაჩაურის, ბათუმის მერიის, აჭარის მთავრობის და გზების დეპარტამენტის საქმიანობას ეხება.

"არერთი წერილი გვაქვს მიწერილი პროკურატურაში, თუმცა მათზე პასუხები არ მიგვიღია. დღეს კიდევ ერთხელ მივმართეთ აჭარის პროკურატურას თუ რა ეტაპზეა აღნიშნული საქმეები და რა რეაგირება მოჰყვა ამ დასკვნებში ასახულ დარღვევებს"- განაცხადა რეზო ხარაზმა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში