რატომ არ არის საჯარო ზონალური საბჭოს სხდომების ჩატარების თარიღი?

13 თებერვალი 2020, 20:34 248 ნახვა

აჭარაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ე.წ. ზონალური საბჭოს კანონი არ ავალდებულებს სხდომების შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდზე განათავსოს, მედიას, ან დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს, თუმცა ამის საპირისპიროდ მას არავინ უკრძალავს მეტი საჯაროობისა და გამჭვირვალობისთვის ეს გააკეთოს.

საბჭო პირველი პრინციპით მოქმედებს, ისტორიული ქალაქის დამცველები კი პირდაპირ ამბობენ, რომ ამას მთავრობის ჩინოვნიკებით დაკომპლექტებული უწყება სპეციალურად აკეთებს - იმისთვის, რომ რეგიონის ურბანული პოლიტიკისთვის არასწორი და დამანგრეველი გადაწყვეტილებები ხმაურის გარეშე მიიღოს. ე.წ. ზონალური საბჭოს უფლებამოსილებები, არარსებული ვალდებულებები და სანდოობის კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩენილი შემადგენლობა...

ირინა ყურუა
წამყვანი და რედაქტორი

ამავე კატეგორიაში