ქართული თაფლის ნიმუშებში დარღვევები შემცირდა - სეს

13 თებერვალი 2020, 18:47 429 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული თაფლის ნიმუშებში დარღვევები შემცირდა. 2019 წელს სააგენტომ, თაფლში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა ნარჩენი ნივთიერებების დადგენის მიზნით, თაფლის 100-მდე ნიმუში ლატვიის ლაბორატორიაში გადააგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით, დარღვევა მხოლოდ 9 ნიმუშში აღმოჩნდა. მაშინ, როცა 2018 წელს 100 ნიმუშიდან დარღვევა 54-ში აღინიშნებოდა.

"სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მეფუტკრე ფერმერებთან. პრეპარატების გამოყენების წესებთან დაკავშირებით, ჩატარდა არაერთი სწავლება; მეფუტკრეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ თაფლში ზოგიერთი ნივთიერების დასაშვებ რაოდენობებსა და საერთოდ აკრძალულ ნივთიერებებს, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტით, მკაცრად არის გაწერილი“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურიშვილმა

ადგილობრივი ბაზრის გაჯანსაღების, ფალსიფიკაციისგან დაცვის და ქართული თაფლის ექსპორტის სტიმულირების მიზნით, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა.

საქართველოში 2015 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა „თაფლის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი. ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს კონტროლის სისტემა და თაფლის მწარმოებლებს საშუალება აქვთ შესაბამისი სტანდარტების დაცვის შემთხვევაში საკუთარი პროდუქცია ევროპის ბაზარზე გაიტანონ.

 

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი