მეწყერი, ჩაკეტილი გზები, შეწყვეტილი სასწავლო პროცესი და შეზღუდვები ენერგო მომარაგებაში

13 თებერვალი 2020, 18:02 1915 ნახვა

გააქტიურებული მეწყრული პროცესი, ჩაკეტილი გზები, შეწყვეტილი სასწავლო პროცესი და შეზღუდვები ენერგო მომარაგებაში. თოვლის საფარის სიმაღლე აჭარის მაღალმთიანეთში უკვე მეტრ ნახევარს აღწევს. უხვი ნალექის გამო  მეწყერი ჩამოწვა სოფელ თხილვანაში, ადგილიდან ერთი ოჯახის გაყვანა გახდა აუცილებელი.

ზვავი ჩამოწვა სოფელ აქუცასთან ავტომაგისტრალზე. ხულოში, შუახევსა და ქედაში სასწავლო პროცესი ოფიციალურად შეწყდა. სწავლა გამოდარების შემდეგ აღდგება სასწავლო პროცესი,  გაცდენილი საათები კი შაბათ კვირის ხარჯზე ანაზღაურდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში