მეთხილეობა აჭარის მთავრობის ხედვით

19 აგვისტო 2020, 20:21 2016 ნახვა

წელს აჭარაში, 5 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან, რაც, წინა წელთან შედარებით, გაუმჯობესებული მაჩვენებელია. სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად და დარგის შესაძლებლობების გასაძლიერებლად აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2500 ერთეული ბაღის მობილური შემახურებელი აპარატი თანადაფინანსების პრინციპით გადასცა მეთხილე ფერმერებს. ასევე 2000 ჰა ფართობზე ჩატარდა აგრარული ექსტენცია. მოსავლის აღების პროცესს სოფელ ქაქუთში დაესწრნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი