მეწყერი გუნდაურში-გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

02 თებერვალი 2021, 14:40 1249 ნახვა

ქედაში, სოფელ გუნდაურში მეწყრისგან ჩაკეტილი გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეწყრული პროცესის მასშტაბიდან გამომდინარე სამუშაოები დაახლოებით სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტერიტორია გუშინ გეოლოგებმაც შეისწავლეს. ამჟამად სოფელში მცხოვრები 50 ოჯახი შემოვლითი  საავტომობილო გზით სარგებლობს, თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ ალტერნატიული გზა ძალიან შორია. სოფელში მეწყრული პროცესები გუშინ განვითარდა. ჩამოწოლილმა მიწის მასამ გზა ჩახერგა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი