ხულოში, სოფელ კალოთაში სკოლის შენობა დაიწვა

15 თებერვალი 2021, 21:26 1818 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ კალოთაში სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ ელექტროსადენები გახდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სოფელ კალოთის სკოლაში 14 მოსწავლე სწავლობს. 

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებიც ამ წუთებშიც მუშაობენ. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხის შენობაზე ცეცხლი ძალიან სწრაფად გავრცელდა. არსებობდა მეზობელ სახლებზე ცეცხლის გადასვლის საშიშროება, თუმცა საფრთხე ლიკვიდირებულია.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში