გამოძიების დასრულებამდე მაჩალიკაშვილი სახელმწიფო დაწესებულებებში არ უნდა შეუშვან - გია ვოლსკი

29 იანვარი 2020, 15:26 1802 ნახვა

''ქართული ოცნების'' დეპუტატი გია ვოლსკი ამბობს, რომ ტერორისტული აქტის მომზადების საქმეზე ბრალდებული მალხაზ მაჩალიკაშვილი, გამოძიების დასრულებამდე სახელმწიფო დაწესებულებებში არ უნდა შეუშვან. 

''იმდენად თვალსაჩინოა იმ მასალაში წარმოდგენილი ფაქტები, რაც ტერორიზმს ეხება, არა თუ პარლამენტში, მე ვფიქრობ, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო დაწესებულებებში და ზოგადად დაწესებულებებში არ უნდა იქნას ამ პერიოდში დაშვებული, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რამდენად არის ეს ადამიანის კავშირში ტერორისტულ აქტივობებთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა'' - უთხრა ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა.

გასული წლის 7 მაისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული აქტის მომზადებასა და სუს-ის უფროსის მოადგილის მკვლელობის მცდელობაში მალხაზ მაჩალიკაშვილი დაადანაშაულა, თუმცა არ დაუკავებია. გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. 

მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომელიც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, დღეს პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში