ალექსი ახვლედიანს ვერ ვესაუბრე, უმძიმესი სტრესი აქვს და ფიზიკურად ვერ მივიღე მისგან ინფორმაცია - ადვოკატი ლალი აფციაური

07 ივლისი 2025, 17:38 198 ნახვა

ადვოკატი ლალი აფციაური აცხადებს, რომ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ალექსი ახვლედიანთან ხანმოკლე ვიზიტი ჰქონდა.

მისი თქმით, ალექსი ახვლედიანს უმძიმესი სტრესი აქვს მიღებული და საქმესთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.

„ბრალი წარდგენილი არ აქვს, ხანმოკლე ვიზიტი მქონდა, ვერ ვესაუბრე, ისეთი სტრესი აქვს მიღებული. ფიზიკურად ვერ მივიღე მისგან ინფორმაცია, უმძიმესი სტრესი აქვს მიღებული. არაფერი უთქვამს მასაც და არც მე დამისვამს რამე კითხვა“, – განაცხადა ადვოკატმა ლალი აფციაურმა.

ცნობისთვის, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი. ახვლედიანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ ცეცხლნასროლი ჭრილობით დღეს შეიყვანეს. შემდეგ რიჟვაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში