აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის საქმესთან დაკავშირებით დილიდან შეფასებები გაკეთდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქმის ვითარება მათთვის ბუნდოვანია და გარკვეული საკითხები, რომელიც ცნობილია, ბევრ კითხვას აჩენს. ამასთან აცხადებენ, რომ საქმეზე ობიექტური გამოძიების იმედი არა აქვთ.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, აქ გამოძიების დასრულების ფაქტორზე მიუთითებენ და მოლოდინი აქვთ, რომ შესაბამისი უწყება დაადგენს ინციდენტის ყველა დეტალს.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი გავრცელებულ წერილთან დაკავშირებითაც აკეთებს კომენტარს და ავთენტურობის დადგენის აუცილებლობაზე მიუთითებს.