ოპოზიციური პარტიები, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ, ასევე სამოქალაქო აქტივისტები 19 ივლისს აქციას აანონსებენ. ამის შესახებ განცხადება რუსთაველის გამზირზე გააკეთეს და თქვეს, ისინი მხოლოდ ახალ საპარლამენტო არჩევნებს აღიარებენ და უარს აცხადებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.
8 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის განცხადების თანახმად უსაფრთხო, დაცული და ღირსეული ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ ევროპული ტიპის დემოკრატიაში და ასეთი პირობის შექმნას ისინი მხოლოდ ხელახალი არჩევნებით ელოდებიან.