გერმანიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა-DW

28 იანვარი 2020, 10:57 1717 ნახვა

ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 106-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება. სააგენტოს ცნობით, ჰუბეის პროვინციის ჯანდაცვის კომისიამ ონლაინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პროვინციაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100-ს მიაღწია, დაინფიცირებულთა რიცხვი კი 2,714-ია. რაც შეეხება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებს, ჩინური მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 4, 515 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. გუშინ, აშშ-მ და კანადამ საკუთარ მოქალაქეებს ჩინეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.

პარალელურად, გერმანიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია „დოიჩე ველემ“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა.

მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებული მამაკაცი შტარნბერგიდანაა, რომელიც მიუნხენიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში