სმ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი

16 სექტემბერი 2016, 00:00 4259 ნახვა

ღია კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოზიციაზე - მრჩეველთა საბჭომ მაუწყებლის ხელმძღვანელ თანამდებობაზე დღეს კონკურსი გამოაცხადა.  განაცხადების მიღება კი 19 სექტემბრიდან  დაიწყება. მთავარი მოთხოვნაა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ათ წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის სამწლიანი ხელმძღვანელ თანამდებობაზე. კონკურსში მონაწილეობის მსრუველთათვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია აჭარის ტელევიზიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს,  მრჩეველთა საბჭო აირჩევს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში