ბათუმის ნავსადგურით მოსარგებლე კატარღების მფლობელებს იჯარის გადასახადი გაუორმაგდათ

23 იანვარი 2020, 20:01 1769 ნახვა

ბათუმის ნავსადგურით მოსარგებლე კატარღების მფლობელებს იჯარის გადასახადი გაუორმაგდათ. თანხა იახტკლუბმა, მცურავი საშუალებების მიხედვით განსაზღვრა და ახალი ტარიფი იანვრიდან დააწესა. „ბათუმის იახტკლუბი“ „რივიერას“ ქვემოიჯარეა. „რივიერა“ და „სილქ როუდ ჯგუფი“ კი ტერიტორიას 20-წლის მართვის უფლებით ფლობენ.  კომპანიას იახტკლუბის განვითარების პირობა აქვს დადებული, მაგრამ მანამდე ვალდებელებებიც აქვს შესასრულებელი.

ამ ეტაპზე კომპანიამ მცურავი საშუალებების მფლობელების 70 პროცენტთან შეთანხმება უნდა დადოს. პირობა ახალ შეთანხმებაზე 2021 წლამდე გაგრძელდება - რა მოხდება 2021 წლიდან და როგორი იქნება ახალი პირობები ეს ამ ეტაპზე უცნობია. ცნობისთვის, „სილქ როუდ ჯგუფი“ ამავე ტერიტორიაზე ცათამბჯენების აშენებას გეგმავს. კომპანია თანაინვესტირების ფონდთანაა დაკავშირებული, რომლის მთავარი დონორიც ბიძინა ივანიშვილია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში