სამი ტყუპის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

23 იანვარი 2020, 16:27 3323 ნახვა

სამი ტყუპის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, 31 წლის ქალი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მისი და, შორენა ვაშაყმაძე ამბობს, რომ დღეს პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და სისხლი აღარ ესაჭიროება. 

გუშინ ოჯახმა დასახმარებლად აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართა. საკეისრო კვეთის შემდეგ ახალგაზრდა ქალს მეოთხე დადებითი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება. კლინიკაში დასახმარებლად ათობით ადამიანი მივიდა. 

ინკუბატორში რჩებიან პატარებიც. ორი გოგონა და ერთი ვაჟი. ისინი 21იანვარს დაიბადნენ. კლინიკაში ამბობენ, რომ დედის და პატარების მდგომარეობა სტაბილურია. 

მაღალი წნევის გამო, დედას შვიდი თვის ვადაზე,  საკეისრო კვეთა დასჭირდა. 

 

 

ფოტო: არქივი

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში