ჩინეთში ახალი ვირუსით მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა

21 იანვარი 2020, 11:48 354 ნახვა

ჩინეთში ახალი ვირუსით მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირებულ მოქალაქეთა რაოდენობამ კი 200 გადააჭარბა. კორონავირუსის ბოლო მსხვერპლი 89 წლის მამაკაცი აღმოჩნდა, რომელიც ქალაქ ვუჰანში ცხოვრობდა. ეს ადგილი დაავადების ეპიცენტრია. 

დაფიქსირდა ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გავრცელების ფაქტიც - ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ვირუსის გავრცელება დადასტურდა ჩინეთის უდიდეს ქალაქებში, შანხაიში, პეკინსა და გუანდუნის პროვინციაში.

დადასტურდა, რომ კორონავირუსი პლევმონიის გართულებული ფორმით მიმდინარეობს. 

სააგენტოს ცნობით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ოთხშაბათს, ჟენევაში საგანგებო შეხვედრას გამართავს. ორგანიზაცია განიხილავს, გამოცხადდეს თუ არა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში არსებული განსაკუთრებული მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე“, როგორც ეს ე.წ. ღორის გრიპისა და ებოლას შემთხვევაში მოხდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი