რა სისტემით ჩატარდება 20/20-ის არჩევნები ისევ გაურკვეველია

20 იანვარი 2020, 18:02 202 ნახვა

რა სისტემით ჩატარდება 20/20-ის არჩევნები ისევ გაურკვეველია,  თემა კი კვლავ პოლიტიკური დავის მთავარი საგანია. დღეს მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ ბურთი ოპოზიციის მოედანზეა და თუ ხელისუფლების შეთავაზებას არ დათანხმდებიან პარტიები არჩევნებში საკუთარ ძალებს შერეული სისტემით მოსინჯავენ.  საუბარია, მმართველი გუნდის შეთავაზებაზე-100/50-ზე, ანუ გაიზრდება პროპორციულის და  შემცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა, რაზეც დათანხმებას ისევ არ აპირებს ოპოზიცია. მოდელი, რომელსაც კომპრომისულს უწოდებს ხელისუფლება, ისევ მიუღებელია ოპოზიციისთვის. დათმობას არცერთი მხარე აპირებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი