ამინდი, ბათუმი - დღეს და ხვალ მცირე წვიმაა მოსალოდნელი

18 იანვარი 2020, 11:26 1875 ნახვა

დღეს და ხვალ აჭარაში  დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა და საღამოს საათებში შესაძლებელია უმნიშვნელო ნალექი, წვიმის სახით.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა სანაპირო ზოლში +9, +11 გრადუსი იქნება, მთაში +5, +7 გრადუსი.

კონკრეტულად 18 და 19 იანვარს:

ბათუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს შესაძლებელია მცირე წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15- მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +2 დღისით +12 გრადუსი;

ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს შესაძლებელია მცირე წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15- მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით -1 დღისით +9 ;

ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს შესაძლებელია მცირე წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -1 დღისით +7;

შუახევი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -5 დღისით +5;

ხულო - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -8 დღისით +3;

გოდერძის უღელტეხილი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -14 დღისით -2.

 

ფოტო: Wild Horn

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში