ავსტრალიაში, სადაც ცეცხლის კერებია, გაწვიმდა 

16 იანვარი 2020, 15:21 654 ნახვა

ავსტრალიაში გაწვიმდა, წვიმს სამხრეთ უელსის შტატშიც, სადაც ამ დრომდე ცეცხლის 30 კერა მძვინვარებს, ვიქტორიას შტატში კი 19. 

ავტრალიის ხელისუფლების ოფიციალური პირები იმედოვნებენ წვიმა ცეცხლის ჩაქრობას დააჩქარებს. სინოპტიკოსები კი არ გამორიცხავენ, რომ წვიმა შესაძლოა რამდენიმე დღეს გაგრძელდეს,  წყალდიდობა გამოიწვიოს და მას ქარიშხალიც მოჰყვეს. 

მათივე ინფორმაციით, არ არის გამორიცხული წვიმამ და ელჭექმა ცეცხლის ახალი კერებიც წარმოქმნას. არსებული მონაცემებით, ავსტრალიაში ხანძარს, რომელიც სექტემბრიდან მძვინვარებს 29 ადამიანი ემსხვერპლა. განადგურდა მილიონობით ცხოველი და 2500-მდე სახლი დაიწვა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი