რატომ არის აუცილებელი ხელების ხშირი დაბანა

14 იანვარი 2020, 10:35 536 ნახვა

გრიპის ვირუსის დროს ექიმების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ხელების ხშირი დაბანაა. რატომ ურჩევენ სპეციალისტები მოქალაქეებს ჰიგიენის ზომების განსაკუთრებულად დაცვას. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, დაცემინებისა და ხველის დროს ბაქტერიები ყველაზე მეტად ხელის გულზე გადადის.

''გრიპის ვირუსის ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით, ადამიანის როცა დააცემინებს ან საუბრობს. ვირუსი ვრცელდება გაშლილი ხელის მანძილზე. თუ მოქალაქე ეტიკეტს არ დაიცავს, ან ხველისა და დაცემინების დროს ხელს მიიფარებს, შემდეგ კი არ დაიბანს, ეს ვირუსები მოხდება ხელზე ან მიმდებარედ არსებულ ნივთებზე, მაგალითად ხელით შეეხებით მაგიდის ზედაპირს, ბაქტერიები მასზე გადავა. ხელებს თუ ხშირად დავიბანთ ეს რისკი შემცირდება'' - ამბობს პაატა იმნაძე. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობამ წინა კვირასთან შედარებით ოდნავ მოიმატა, ასევე მცირედით გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის წილი. მისივე თქმით სასწავლო პროცესის გადადების აუცილებლობა არ არსებობს. 

'' გასაგებია პირველ და 2 იანვარს ადამიანები არ მიმართავენ კლინიკებს, ამიტომ დაბალი იყო მაჩვენებელი. ​ჰოსტიპალიზაციის წილი, 3 % არის გაზრდილი. 22% იყო და ამ ეტაპზე 25%. შარშან ამ დროს დაახლოებით 40% იყო. ჩვენთან ზუსტად ისეთი მდგომარეობაა, როგორც ევროპის ქვეყნებში. ყველაზე მაღალი ავადობა არის ისრაელში, ლატვიასა, ბრიტანეთში. რატომ ვამბობ ამას, ევროპულ ქვეყნებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის პრაქტიკა საერთოდ არ არის. ძირითადად ეს არის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტრადიცია. არავითარი მაჩვენებელი არ არის იმისათვის, რომ სასწავლო გადავდოთ ან ეპიდემიაზე ვილაპარაკოთ. გრიპი ვირუსის სეზონი იწყება დეკემბერში და იქნება აპრილამდე'', - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

სპეციალისტები მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებენ, ასევე ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა ბევრი სითხის მიღება და ხელების ხშირად დაბანა.  

სასწავლო პროცესი სკოლებში ხვალ, 15 იანვარს განახლდება. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი