როგორი იქნება ფეისბუქის ახალი დიზაინი?

13 იანვარი 2020, 15:12 3382 ნახვა

ფეისბუქის ახალი ინტერფეისი ჩაეშვა, რომელიც მინიმალისტური დიზაინით იქნება შექმნილი. სოციალური ქსელის შემქმნელებმა არჩევანი მომხმარებლებს დაუტოვეს. თუ თქვენ ფეისბუქის მომხმარებლები ხართ, შეგიძლიათ აირჩიოთ თეთრი და ნათელი ინტერფეისი ან ღამის რეჟიმის ფუნქცია გამოიყენოთ. ასევე საშუალება გექნებათ სოციალური ქსელის, დესკტოპ ვერსია მობილური აპლიკაციის მსგავსად შექმნათ.

ფეისბუქის მთავარი აქცენტი 2020 წელს ჯგუფებსა და „სთორებზე" ექნება და მათ განახლებას დაეთმობა -  ფეისბუქი The New Facebook-ს უწოდებს.

თუ, ახალი ვერსია  არაკომფორტული აღმოჩნდება, საშუალება გექნებათ ძველ ვერსიაზე დაბრუნდეთ.

განახლება 2020 წლის გაზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში