სარაკეტო თავდასხმა ბაღდადში, მწვანე ზონაში

09 იანვარი 2020, 11:00 452 ნახვა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში 2 რაკეტა ჩამოვარდა. რაკეტების დაცემის ადგილი ე.წ. მწვანე ზონის ტერიტორიაა,  სადაც სამთავრობო შენობები და დიპლომატიური კორპუსის მისიებია განთავსებული. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ბაღდადში "კატიუშას" ტიპის რაკეტები 6 იანვარსაც ისროლეს, მათ შორის ორი, ამერიკის საელჩოსთან. მაშინ აფეთქებას მოჰყვა მსხვერპლიც. აქ  სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აეროპორტში ირანელი ლიდერი მოკლეს. საპასუხოდ, ირანმა ერაყში არსებულ ორ ამერიკულ ბაზას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია.

აშშ-ის ცნობით, ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით სულ მცირე 12 რაკეტა ისროლეს. განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი