ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ცეცხლის კერას ებრძვიან

26 დეკემბერი 2019, 12:07 1180 ნახვა

ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სამუშაოები დილიდან განახლდა, ხანძრის ქრობის პროცესში 60 მეხანძრე-მაშველია ჩართული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  რკონის ხეობაში  ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ვერტმფრენი და 100-მდე მეხანძრე-მაშველი. რაც შეეხება სამეგრელოს რამდენიმე სოფელში გაჩენილ ხანძარს, ცეცხლის ქრობის პროცესი მიმდინარეობს სოფელ ფახულანში და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. სოფელ ნაწულუკუშიც ხანძარი გაუჩნდა ეკალ-ბარდს, თუმცა მისი ლიკვიდაცია დროულად მოხდა. ასევე ლიკვიდირებულია ზედა ეწერში გაჩენილი ხანძარი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში