13 ხმით სრულიად საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე გახდა. მუსლიმთა საბჭოში არჩევნები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ადამ შანთაძის წინააღმდეგი საბჭოს 19 წევრიდან 2 იყო.
ადამ შანთაძე აქამდე სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფთის, ბეგლარ ქამაშიძის მოადგილე იყო.
არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება.