უმრავლესობა არ პასუხებს აშშ საელჩოს კრიტიკულ შეფასებას, რომელიც მოსამართლეების დანიშვნას ეხება

13 დეკემბერი 2019, 12:25 1819 ნახვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას  აშშ-ს საელჩოს კრიტიკული შეფასება მოჰყვა. საელჩო მოუწოდებს ყველა მხარეს, „შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობის და კონსტრუქციულობას ფარგლებში“ . საელჩოში იზიარებენ  საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ  მოსმენებისას კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი.

"ჩვენ ვწუხვართ, რომ დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან - აღნიშნავს აშშ-ს საელჩო. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში