შსს-მ 9 მილიონი ლარის ნარკოტიკი გაანადგურა

11 დეკემბერი 2019, 12:20 1769 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის 676 საქმეზე, სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები გაანადგურა. განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 9 მილიონამდე ლარია.

სამინისტრომ გაანადგურა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 3065 აბი "სუბუტექსი", 302 გრამი "ჰეროინი", 205 აბი და 14 კაფსულა "ტრამადოლი", 327 კილო "კანაფი", 13 კილოგრამი "მარიხუანა", 16 კილოგრამი "კანაფის ფისი", 7 კილოგრამი და 1150 აბი "კოდეინი", 204 კაფსულა "მეტადონი" და 287 აბი "მდმა".

ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში